მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი: ჟურნალისტიკისა დამედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის ორწლიანი ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა

საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 15 ივნისამდე.

პროგრამა მიზნად ისახავს ჟურნალისტების, მედია მენეჯერების, საზოგადოებსათან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექცია -სემინარებს, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ მეცადინეობებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები მუშაობენ რეალური საინფორმაციო სამსახურის რეჟიმში, ამზადებენ სტატიებს, ფოტორეპორტაჟებს, ტელე და რადიოსიუჟეტებს და საინფორმაციო პროგრამებს. სტუდენტები ასევე ეცნობიან კომუნიკაციის თეორიებს, ამუშავებენ და წარმოადგენენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებს.

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ინგლისურენოვანი რადიოსადგურის "რადიო GIPA" მუშაობაში. სტუდენტები გამოსცემენ სტუდენტურ გაზეთს "
Brosse Street Journal".

ლექტორები და ტრენერები ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტები არიან. სტუდენტთა განკარგულებაშია ტელე და რადიოაპარატურა, ვიდეო და ფოტოკამერები, ციფრული სამონტაჟოები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ჟურნალისტური ბიბლიოთეკა, უკაბელო ინტერნეტი და სხვა სასწავლო რესურსები.

სწავლა ორწლიანია და ოთხი აკადემიური სემესტრისგან შედგება, პირველ და მეორე სემესტრებში სტუდენტები სხვადასხვა საინფორმაციო მედიუმში მუშაობას სწავლობენ, ასევე ეცნობიან ეკონიმიკის, დემოკრატიის, საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს. მესამე სემესტრიდან ჯგუფი იყოფა სპეციალიზაციის მიხედვით _ ჟურნალისტიკა/ მედია მენეჯმენტი და კომუნიკაციის მენეჯმენტი. მეოთხე სემესტრში სტუდენტები მუშაობენ სამაგისტრო ნაშრომზე და გადიან პრაქტიკას მედიაორგანიზაციებსა და პრეს-სამსახურებში. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის კურსდამთავრებულთა 91% დასაქმებულია.

სწავლების საფასურია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში. დამატებით სტუდენტებს დაჭირდებათ შემდეგი აპარატურა: ფოტოკამერა, აუდიო ჩამწერი, ვიდეო ჩამწერი, კასეტები. ასევე, სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ სატელეფონო ხარჯები.

მისაღები პროცედურები (გთხოვთ ჩამოტვირთოთ ანკეტა და წარმოადგინოთ შევსებული სახით)

  • წერითი გამოცდა მშობლიურ ენაზე; გამოცდა შედგება ღია შეკითხვებისგან, რომელთა შესახებაც უნდა იმსჯელონ აპლიკანტებმა

  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

მოთხოვნები

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში
  • ინგლისური ენის მინიმალური ცოდნა, რომელიც შემოწმდება კომისიასთან გასაუბრების დროს. აპლიკანტები, რომელნიც ჩააბარებენ ინგლისური ენის გამოცდას, ისარგებლებენ უპირატესობით მიღების დროს.
  • საბუთების მიღება წარმოებს 2009 წლის 15 ივნისამდე.

სასწავლო პროგრამა:
ძირითადი და არჩევითი კურსები

  • ჟურნალისტიკის პრინციპები
  • ჟურნალისტური ოსტატობა I, II, III
  • ჟურნალიტური ეთიკის პრინციპები
  • რადიოჟურნალისტიკა
  • ტელეჟურნალისტიკა
  • ფოტოჟურნალისტიკა
  • საგამოძიებო ჟურნალისტიკა
  • დოკუმენტური ფილმი
  • საჟურნალე სტატია
  • სარედაქციო სტატია
  • ბიზნესის, ჯანდაცვის, პოლიტიკის, არჩევნების, კონფლიქტების და კულტურის გაშუქება.
  • მედიამრავალფეროვნება
  • დიზაინი და პუბლიკაცია
  • მედიამენეჯმენტის საფუძვლები
  • მარკეტინგისა და რეკლამის საფუძვლები
  • პროექტის მენეჯმენტი
  • პროდიუსირება და პროგრამირება
  • მედიასამართალი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპები და ტექნოლოგია
  • პრესსამსახურის მართვა და მედიასტრატეგია
  • კვლევის მეთოდები
  • საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
  • ღონისძიებათა მენეჯმენტი
  • საჯარო გამოსვლის სტრატეგია
  • ღონისძიების და კამპანიის ორგანიზება
  • მედია, კომუნიკაცია და თანამედროვეობა
  • დემოკრატიის პრინციპები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ეკონომიკის საფუძვლები
  • პოლიტიკა და კომუნიკაცია
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები
  • ქართული ენა და წერის ტექნიკა

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მისამართზე: ბროსეს #2, თბილისი, ან ეწვიეთ ინსტიტუტის ვებ-გვერდს:
    www.gipa.ge
    ტელ/ფაქსი (+995 32) 93 14 66
    ელ- ფოსტა:
    admin@gipa.ge;
     

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -