» თავფურცელი:
გამოცემები

ქართულენოვანი სახელმძღვანელოების ნაკლებობა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია მაღალხარისხიანი
აკადემიური პროცესის წარმოებისათვის. სახელმწიფო მმართველობის სკოლა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს – იქმნება
ახალი სახელმძღვანელოები, ითარგმნება უკვე არსებული წიგნები ქართულ ენაზე.
2003 წლიდან სახელმწიფო მმართველობის სკოლის ფარგლებში გამოიცა შემდეგი წიგნები:
სტრატეგიული დაგეგმვა ადგილობრივი მმართველობისათვის, ჯერალდ ლ. გორდონი
ქართული გამოცემის რედაქტორები: მაკა იოსელიანი, თამარ სულუხია
“წიგნში აღწერილია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი, რომელიც დაეხმარება ადგილობრივი მმართველობის მოხელეებს
და მათთან მომუშავე პროფესიონალებს, წინასწარ განჭვრიტონ და განსაზღვრონ შესაბამისი ადგილობრივი თემის მომავალი.
წიგნის საწყისი თავები ეთმობა ტერმინების განმარტებასა და პროცესის აღწერას, შემდეგ თავებში მოცემულია სტრატეგიული
დაგეგმვის პრინციპების როგორც გამოგონილი, ისე რეალური მაგალითები, ბოლო თავში წარმოდგენილია ეტაპობრივი
სტრატეგიული დაგეგმვის მეგზური ადგილობრივი მმართველობისათვის, ხოლო დანართში მოყვანილია აშშ-ს სხვადასხვა
ადგილობრივ მმართველობათა მიერ მომზადებულ გეგმათა მაგალითები”.
წიგნი გამოცემულია აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის, ასევე აშშ-ს მთავრობის
განათლებისა და კულტურის ბიუროს დაფინანსებით.
ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოზე, შეფასება და მონიტორინგი ადგილობრივი
მმართველობისათვის, დევიდ ამონსი
ქართული გამოცემის რედაქტორები: მაკა იოსელიანი, თამარ სულუხია
“წიგნი დაეხმარება ადგილობრივ მოხელეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწასა და ყოველდღიური
საქმიანობისას მრავალ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში... წიგნში მოთხრობილია შესრულებული სამუშაოს შეფასების
ეფექტურ სისტემებზე, რაც გამოიყენება ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, მომსახურების ხარისხის
გასაუმჯობელებლად, რესურსების მიზნობრივად მისამართად, ბიუჯეტის შესაქმნელად და დასასაბუთებლად,
განყოფილებებისა და ცალკეული მუშაკების მიერ შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად” და სხვა.
წიგნი გამოცემულია აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის, ასევე აშშ-ს მთავრობის
განათლებისა და კულტურის ბიუროს დაფინანსებით.
ქალაქის მართვა, დავით მელუა, თენგიზ შერგელაშვილი, გივი ერქომაიშვილი, თამარ
სულუხია, ლადო ვარდოსანიძე, დავით ლოსაბერიძე
რედაქტორი: თამარ სულუხია
წიგნში წარმოდგენილია ცალკეული სტატიები ქალაქის ეფექტური მართვის თემატიკაზე, თუმცა ყველა მათგანს
აერთიანებს “მიდგომა ადგილობრივი მართვისადმი: მმართველობის ერთი ფაქტორის ან კომპონენტის სრულყოფა
არ არის საკმარისი ეფექტური პროცესის ჩამოყალიბებისათვის, არამედ საჭიროა ყველა ასპექტზე კომპლექსური
მუშაობა”.
წიგნი გამოცემულია ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.
გამჭვირვალე მმართველობა, პრობლემები, კონცეფციები და მაგალითები
რედაქტორი: თამარ სულუხია
“წიგნი წარმოადგენს ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ინიციატივის
კვარტალურ პუბლიკაციას – 2003 წელს გამოქვეყნებული რჩეული სტატიების კრებულს. წიგნში მოცემული სტატიები
იხილავს გამჭვირვალე მმართველობის სხვადასხვა ასპექტებს, წარმოგვიდგენს პრობლემებს, დილემებსა და კონცეფციებს...
წარმოდგენილ ავტორთა შორის არიან ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები, როგორებიცაა Dერეკ ბრინკერჰოფი,
მალკოლმ რასელ-აინჰორნი და სხვა ამერიკელი თუ აღმოსავლეთ ევროპელი ავტორები. ანგარიშვალდებულების
სისტემები, გამჭვირვალეობის მექანიზმები, ელ-მმართველობა, ელ-მთავრობა, ელ-დემოკრატია და სხვა აქტუალური
საკითხები წარმოადგენს წიგნში მოთავსებული სტატიების ძირითად თემატიკას”.
წიგნი გამოცემულია აშშ-ს მთავრობის განათლებისა და კულტურის ბიუროს დაფინანსებით.
თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლები, გარეთ რ. ჯონსი, ჯენიფერ მ. ჯორჯი
ქართული გამოცემის რედაქტორი: მამუკა მახათაძე
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ზოგადი მენეჯმენტის თეორია, რაც გაჯერებულია მრავალი კონკრეტული
რეალური მაგალითით. წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები: მენეჯმენტის პროცესი, გადაწყვეტილების მიღება,
დაგეგმვა და სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, მოტივაცია, ლიდერობა და მართვა, გუნდური
მუშაობის ეფექტური მართვა, ადმიანური რესურსების ეფექტური მართვა, კომუნიკაციისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ოპერაციების მართვა და სხვა.
წიგნი გამოცემულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ურბანული ინსტიტუტი.
საჯარო ფინანსები, ჰარვეი როუზენი
ქართული გამოცემის რედაქტორი: ნოდარ ხადური
წიგნი “სახელმწიფო სექტორის ფუნქციონირების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა სახელმწიფოს
ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძვლები, საზოგადოებრივი პროდუქტი, გარეგანი ეფექტები, ფინანსური და
საგადასახადო სისტემა, სადაზღვევო სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ამერიკის შეერთებული შტატების
ფინანსურ სისტემას შეეხება, იგი საინტერესოა საქართველოს ფინანსური სისტემის შესწავლით დაინტერესებული
პირებისთვისაც, რამეთუ საინტერესო პარალელებისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა”.
წიგნი გამოცემულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ურბანული ინსტიტუტი.
ჩვენი თაობის პრივილეგია, ზურაბ ჟვანია
რედაქტორები: ჯუმბერ თითმერია, გიორგი მარგველაშვილი, ილია მაღალაშვილი
წიგნი წარმოადგენს ზურაბ ჟვანიას ლექციათა კურსს, “რომელიც წაკითხულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტში 2002 და 2003 წლებში; კურსი ეკითხებოდათ სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის
ფაკულტეტის მაგისტრანტებს...” წიგნი გარკვეულწილად აერთიანებს ზურაბ ჟვანიას “პოლიტიკურ გამოცდილებას,
ზოგად, თეორიულ შეხედულებებს დემოკრატიასა და პოლიტიკაზე და თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარ
პრობლემათა ანალიზს”.
წიგნი გამოცემულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ურბანული ინსტიტუტი.
ეთიკა სახელმწიფო მმართველობაში, ჰ. ჯორჯ ფრედერიკსონი, რიჩარდ კ. გირი,
ქართული გამოცემის რედაქტორი: მაკა იოსელიანი
წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს “არსებული და მომავალი საჯარო მოხელეთათვის. ეს არის ნაზავი თეორიისა
და პრაქტიკის, რომელიც ფართო მკითხველს აძლევს საშუალებას, ჩამოიყალიბოს ეთიკური მსოფლმხედველობა და,
რაც ყველაზე მთავარია, გაატაროს იგი ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოს მომავალი ლიდერები უახლესი
მაგალითების საფუძველზე შეძლებენ სწორად დაგეგმონ ყოველდღიური საქმიანობა, ეთიკური გადაწყვეტილება მიიღონ
კონფლიქტურ სიტუაციებში”.
წიგნი გამოცემულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობისა საჯარო მომსახურეობის
რეფორმების ინიციატივების პროგრამის, ასევე კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი
გრანტის მეშვეობით.
გენდერის ინტეგრაცია საჯარო სამსახურში, სახელმძღვანელო მთავრობებისა და
დაინტერესებული მხარეებისათვის, თანამეგობრობის სამდივნო
ქართული გამოცემის რედაქტორი: ლანა ღვინჯილია
წიგნი “წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე საშუალო და მაღალი დონის
მოხელეთათვის... სახელმძღვანელოს მიზანია თანამეგობრობის ქვეყნების საჯარო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის
დამკვიდრების პროცესის ხელშეწყობა. წიგნში წარმოდგენილია, თუ რა ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო აქტების
მეშვეობითაა შესაძლებელი გენდერული მიდგომის დანერგვა საჯარო სამსახურში. აგრეთვე განხილულია ასეთი
მიდგომის წარმატებული განხორციელების რამდენიმე მაგალითი”.
წიგნი გამოცემულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობისა საჯარო მომსახურეობის
რეფორმების ინიციატივების პროგრამის, ასევე კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი
გრანტის მეშვეობით.
საჯარო პოლიტიკისა და ეკონომიკის ტერმინთა ქართულ-ინგლისური განმარტებითი
ლექსიკონი
რედაქტორები: მაკა იოსელიანი, ეკა დაფქვიაშვილი
წიგნი გამოცემულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობისა საჯარო მომსახურეობის
რეფორმების ინიციატივების პროგრამის, ასევე კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი
გრანტის მეშვეობით.
პრაქტიკულ შემთხვევათა სასწავლო კრებული
რედაქტორი: მედიკო კაკაჩია
კრებულში მოცემულია “პრაქტიკული შემთხვევები ჯანდაცვის, განათლების, მარეგულირებელი, ადმინისტრაციული
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, რკინიგზის, სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელი
ცხოვრებიდან. შემთხვევები ეთიკის ნორმებისა და გენდერული თანასწორობის ჭრილში აღწერენ ამ ორგანიზაციებში
დაქირავების, სახელმწიფო რესურსების გამოყენების, თანამშრომელთა წახალისების, ორგანიზაციული მართვისა
და საკადრო პოლიტიკის საკითხებს”.
წიგნი გამოცემულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობისა საჯარო მომსახურეობის
რეფორმების ინიციატივების პროგრამის, ასევე კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი
გრანტის მეშვეობით.
|