?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

სტუდენტთა ჩარიცხვის კრიტერიუმები და სტანდარტები

ცალკეულ პროგრამებს განსხვავებული მისაღები სტანდარტები და პროცედურები აქვთ. ზოგადად კი, აბიტურიენტებს მოეთხოვებათ ბაკალავრიატის წარმატებით დასრულება და შესაბამისი დიპლომი; ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამები სამუშაოს ინტენსივობითა და მაღალი დინამიზმით გამოირჩევა. შესაბამისად, აუცილებელია კარგი საბაზისო ცოდნის, როგორც თქვენს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებში, ასევე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვეძებთ სტუდენტებს, რომელთაც შეუძლიათ საერთო საზოგადოებრივ კონტექსტში გაიაზრონ და შემდგომში გამოიყენონ ინსტიტუტში მიღებული ცოდნა.

ქართული და ინგლისური ენების მაღალპროფესიულ დონეზე ფლობა, დიდი მოცულობის ტექსტის ათვისება (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე), მისი სწრაფად გაანალიზება და შეჯამება ის აუცილებელი თვისებებია, რომელიც წარმატებულ აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს; სხვადასხვა სახის ესეიების, მემორანდუმებისა, თუ მიმოხილვების მომზადება, ტექსტის ანალიზის კარგი უნარი ჩვენი შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, აკურატულობა და დისციპლინა ის თვისებებია, რომელნიც აუცილებლად დაგჭირდებათ ჩვენი პროგრამების წარმატებით დასრულებისათვის. კომპიუტერულ და ციფრულ მედიასთან მუშაობის კარგი უნარები სავალდებულო მოთხოვნაა, რადგანაც ინსტიტუტის პროგრამების დიდი ნაწილი ეფუძნება კვლევასა და სხვადასხვა პროფესიული დოკუმენტაციის მომზადებას.

თუ თქვენ სურვილი გაქვთ უკეთ მოემზადოთ ინსტიტუტში ჩარიცხვისათვის, შესაძლოა დაგაინტერესოთ საზაფხულო პროგრამამ ენებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამის ვებ-გვერდი.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -