» თავფურცელი:
ჩვენს შესახებ
ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში.
დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 11 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.
დღეს ინსტიტუტი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ძვრების შედეგად საჯარო სექტორის როლის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფო მართვისა და ჟურნალისტიკის სფეროების განვითარების ეროვნულ ცენტრს. ჩვენი საგანმანათლებლო და სატრენინგო პროგრამები პასუხობს საჯარო მოსამსახურეების, ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერების მოთხოვნებს. ჩვენი კვლევითი და საგამომცემლო მუშაობა კი მნიშვნელოვან საინფორმაციო არხს წარმოადგენს, რაც საჯარო სამსახურისა და მედიის თემებზე დისკუსიისა და დებატების საშუალებას იძლევა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, მოქმედებს როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან და ინსტიტუტის დებულებასთან, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეთანხმებებთან და კონტრაქტებთან სრულ თანხმობაში.
ინსტიტუტის განვითარების კონცეპტუალურ გეგმას და მის პოლიტიკას განსაზღვრავს მისი უმაღლესი მმართველი ორგანო – გამგეობა, რომელიც შედგება ქართველი და ამერიკელი საჯარო, სამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან.
ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია ინსტიტუტის რექტორი, რომელსაც გამგეობა ნიშნავს. რექტორი პასუხისმგებელია გამგეობის წინაშე ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებაზე.
|